კავშირგაბმულობის სისტემები ქმნიან ახალ სამყაროს როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი ავტომობილისათვის. ჩვენს აცტომობილში ინტეგრირებული სისტემის 'სმარტ ელექტრონიქსი'ს მიზანი არის ყველა მგზავრისათვის უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველყოფა.

შკოდასთვის დამახასიათებელი დიდი ზომის საბარგული, სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობების საშუალებით, ჩვენ კიდევ უფრო მარტივად გამოსაყენებელი გავხადეთ; გაფართოვდა ჩასატვირთი სივრცე, ხოლო მტვრევადი ტვირთი უკეთ იქნება დაცული დაზიანებისაგან.

ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენ მრავალ დაბრკოლებას ვაწყდებით. გამოსავლის პოვნა შესაძლებელია შკოდას ავტომობილების  'Simply Clever'-ის მახასიათებლებში. ისინი შეიძლება ჩანდეს ტრივიალური, მაგრამ თქვენ აღარ მოგიწევთ საკრედიტო ბარათით ფანჯარაზე ყინულის მოშორება, ან ხურდა ფულის უსასრულოდ ძებნა ავტომობილის სათავსოში, არც სავარძლის ქვეშ შეგორებული ბოთლის უიმედოდ დევნა.