დამატებითი გვერდი

მთავარ გვერდზე გადასვლა

ყველა ის დეტალი, რომელსაც ეძებდით

OCTAVIA-ს ტექნიკური სპეციფიკაცია

ავტომობილის გაბარიტები


უსაფრთხოება

უსაფრთხოების სხვა მახასიათებლები

 

ŠKODA OCTAVIA უზრუნველყოფს უსაფრთხოებას კომპრომისის გარეშე. ამ კომპაქტურ სედანს მისი უსაფრთხოების სამაგალითო მახასიათებლებისთვის, 2013 წელს ევრო NCAP-ის შეჯახების ტესტში ხუთი ვარსკვალი აქვს მინიჭებული. გარდა ზემოთ ნახსენები უსაფრთხოების სისტემებისა, OCTAVIA– ს არჩევა შესაძლებელია შემდეგი მახასიათებლებით: 

EDL- ერთ-ერთი ამოძრავებელი ბორბლის დაბალი წევის გამო,აძლიერებს აჩქარებას აღმართზე მოძრაობისას.
XDS+ ეხმარება მძღოლს მკვეთრად მოტრიალების დროს, მაქსიმალურად დაიმორჩილოს ავტომობილის კორპუსი
ABS საგანგებო სიტუაციაში, ან მოლიპულ ზედაპირზე დამუხრუჭებისას, ხელს უშლის ბორბლების ჩაკეტვას.

MSR ითვალისწინებს მამოძრავებელი ბორბლების ჩაკეტვის მოქმედებას, რაც შესაძლებელია მოხდეს, როდესაც მძღოლი გლუვ ზედაპირზე ანელებს მოძრაობას.დამუხრუჭების ზეწოლის გაზრდით, სამუხრუჭე ასისტენტი ეხმარება მძღოლს დაამუხრუჭოს აუცილებელ სიტუაციებში. ამან შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს საჭირო სამუხრუჭე მანძილი.

ASR უზრუნველყოფს ავტომობილის შეუფერხებლად დაქოქვასა და აჩქარებას პრიალა ზედაპირზეც კი.

›არჩევითი საბურავების წნევის მონიტორინგი, მძღოლს მუდმივად აცნობებს საბურავებში წნევის დონის შესახებ.

აღმართზე დაჭერის კონტროლი-ეხმარება მძღოლს აღმართზე უსაფრთხო ასვლაში ხელის მუხრუჭის გამოყენების გარეშე. სისტემა იცავს ავტომობილს უკან დაგორებისაგან.
სამუხრუჭე ნათება: ამცირებს შეჯახების რისკს უნკიდან, განსაკუთრებით მაგისტრალზე, ან საცობებში მოულოდნელად დაბრკოლების წინაშე დამუხრუჭებისას.

 

ყველა წამყვანი თვალი

ოთხი წამყვანი თვალი


თავისი ინტელექტუალური 4×4-ით, OCTAVIA უზრუნველყოფს სტაბილურობას  სხვადასხვა მართვის პირობებში. ელექტრონულად კონტროლირებადი, მრავალფენიანი კლაჭის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვისას ოდნავ ცვლილებაზე რეაგირებაც კი,  წამებში ხდება. ნორმალურ პირობებში, მანქანა მოძრაობს როგორც ჩვეულებრივი წინა წამყვან თვლიანი, ხოლო თოვლში, ტალახში ან ყინულში ის 4×4-ად იქცევა, ისე რომ თქვენ ვერც კი ამჩნევთ.

ბრუნვის განაწილება ოთხივე ბორბალზე ავტომატურია და დამოკიდებულია მამოძრავებელ გარემოზე. უკანა ღერძისთვის იდეალური ბრუნვა გამოითვლება საკონტროლო განყოფილების მიერ. რეგულირება ხორციელდება ცვლადი ზეწოლის გზით, რომელიც ხდება კლაჭის ფირფიტებზე.



ოთხი წამყვანი თვალი

მწნავე ტექნოლოგია

Start-Stop სისტემა

Start-Stop სისტემის იდეა არის ყოველი გაჩერებისას ძრავის გამორთვა/ჩართვა, რადგანაც არ არის საჭირო ძრავის მუდმივ რეჟიმში მუშაობა. ეს ფუნქცია განსაკუთრებით პრაქტიკულია ქალაქში მოძრაობისას, რადგან ის მნიშვნელოვნად ამცირებს საწვავის მოხმარებას. სისტემა ავტომატურად აქტიურდება და ნებისმიერ დროს შესაძლებელია მისი დეაქტივაცია.



Start-Stop სისტემა
სამუხრუჭე ენერგიის აღდგენა

რა ხდება ენერგიის აღდგენისას? კინეტიკური ენერგია გარდაიქმნება ელექტროენერგიად, რომელიც ინახება ბატარეაში,ან გამოიყენება ელექტრო სისტემებში. ალტერნატიული ენერგია,ამარაგებს აკუმულატორს და ელექტრო მოწყობილობებს. ეს კი ზოგავს იმ საწვავს, რომელიც ამ მიზნით გამოიყენებოდა.

სამუხრუჭე ენერგიის აღდგენა
Eco რეჟიმი (არჩევითი მართვის რეჟიმი)

მართვის რეჟიმიდან ერთ-ერთი ეკო, არის იმ მძღოლებისათვის, ვისთვისაც ეკონომია პრიორიტეტულია. ეკო რეჟიმის სპეციფიკური მახასიათებელია ავტომაგისტრალზე მოძრაობისას, აჩქარების პედალზე ფეხის დაჭერის გარეშე, ავტომობილის გადაადგილება.

რეკომენდაცია გადაცემათა კოლოფზე

გადაცემათა კოლოფის კოეფიციენტის სწორად შერჩევით, იზოგება საწვავის მოხმარება და იზრდება კომფორტი; დაბალი სიჩქარე უდრის ნაკლები საწვავის მოხმარებას და ძრავის მშვიდ მუშაობას. ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში არსებული სიმბოლოები, ადასტურებენ, რომ მიმდინარე სიჩქარე სწორადაა შერჩეული, ან გაძლევთ სიჩქარის შეცვლის რეკომენდაციას.