დამატებითი გვერდი.
მთავარ გვერდზე გადასვლაწინა დამხმარე სისტემა არის შეჯახების სიგნალის უსაფრთხოების სისტემა. გარდაუვალი შეჯახებისას, სისტემა მოქმედებს მუხრუჭებზე, რათა შედეგი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. იმ შემთხვევაში, თუ ფეხით მოსიარულე სახიფათოდ ცდილობს მანქანის წინ გზის გადაკვეთას, იგი სასწრაფოდ ახორციელებს მანქანის დამუხრუჭებას.
ბრმა ზონის დეტექტორის არსებობს, ეხმარება მძღოლს დააფიქსიროს ბრმა ზონაში მოძრავი ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება და უსაფრთხოდ გადავიდეს ზოლიდან ზოლში. უკანა ბამპერზე მოთავსებული ორი სენსორული რადარი, 20 მეტრის რადიუსში აფიქსირებს ŠKODA OCTAVIA COMBI-ს უკან მოძრავ ყველა სატრანსპორტო საშუალებას.
პარკინგის ზოლიდან გამოსვლისას, უკანა სატრნსპორტი სიგნალი გვატყობინებს გვერდიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების შესახებ. აკუსტიკური სიგნალი აფერხებს მოსალოდნელ შეჯახებას და აძლევს მძღოლს დროს რეაგირებისათვის.
ზოლში მოძრაობის სისტემა აღიქვავს ზოლიდან უნებლიე გადასვლას, აწვდის მძღოლს ვიზუალურ მესიჯს და უბიძგებს მას საჭის გასწორებისაკენ. ეს ფუნქცია გააქტიურებულია 65კმ/სთ-ზე მეტი მოძრაობისას, მაშინ როდესაც გზის ზედაპირზე საგზაო ზოლები მკაფიოდ შესამჩნევია და არ არის ჩართული მოხვევის მაჩვენებელი.
მძღოლის გამაფრთხილებელი ნიშანი ამცირებს დაღლილობისაგან გამოწვეულ საავარიო რისკს.მძღოლის ქცევაზე დაკვირვებით, სისტემა აფასებს მძღოლის დაღლილობის დონეს და აუცილებლობის შემთხვევაში, აფრთხილებს მას დასვენების აუცილებლობის და მგზავრობის შეწყვეტის შესახებ.