კონცეფცია Simply Clever-ის ერთერთი მოსახერხებელი დეტალია საბარგულის ქვედა თარო, რომელიც სივრცეს ორ ჰორიზონტალურ ნაწილად ყოფს და იდეალურია სხვადასხვა, მცირე ზომის ნივთების მოსათავსებლად.
ŠKODA FABIA-ს საბარგული
საბარგულის გამყოფი თარო
არსებობს სიტუაცია, როდესაც თქვენ გჭირდებათ საბარგულის მთლიანი სივრცის გამოყენება. ასეთ შემთხვევაში, პირველ რიგში საჭიროა საბარგულის სივრცის გამყოფი თაროს მოხსნა, რომელიც იდეალურად იკეცება უკანა სავარძლებთან. პირველად პოზიციაზე დაბრუნება ძალიან მარტივად არის შესაძლებელი.
ŠKODA FABIA-ს საბარგული
საკიდები საბარგულში
FABIA-ს საბარგულის პრაქტიკულობის კიდევ ერთი დასტურია ორივე მხარეს განთავსებული საკიდები. ეს დეტალი განსაკუთრებით კომფორტულია და გვეხმარება უფრო მარტივად გავაკეთოთ ისეთი ყოველდღიური მოქმედებები, როგორიცაა საყიდლებზე წასვლა, ან სპორტული აღჭურვილობის ავტომობილიდან გადმოტანა.
ŠKODA FABIA-ს საბარგული
საბარგულის ორმხრივი საფენი
საბარგულის ორმხრივი საფენი ერთი მხრიდან ადვილად რეცხვადი, რეზინის ტექსტურაა, ხოლო მეორე მხრიდან ელეგანტური ნაჭრის ხალიჩა, რომელიც საჭიროებიდან გამომდინარე, მარტივად ტრიალდება.