დამატებითი გვერდი
მთავარ გვერდზე გადასვლათქვენ აღარ დაგჭირდებათ USB პორტის გამო კამათი. უკანა სავარძელზე მოთავსებული მგზავრებისათვის, FABIA გთავაზობთ ორ, ხოლო წინა სავარძელზე მჯდომი მგზავრის განკარგულებაშია ერთი USB პორტი. ამ ფაქტს კონცეფცია "ყოველთვის ონლაინ" ახალ განზომილებაში გადაყავს.
კავშირგაბმულობის ეს პროდუქტი, გთავაზობთ ონლაინ ნავიგაციასა და საინფორმაციო მომსახურებას და უზრუნველყოფს სმარტფონის საშუალებით ავტომობილის ფუნცქიების დისტანციურ კონტროლს. საგანგებო სიტუაციაში,ან უბედური შემთხევისას, კი ავტომატურად ახორციელებს ზარს შესაბამისს სამსახურში.
ŠKODA-ს კავშირგაბმულობის ეს ფუნქცია, კონტროლირდება ჭერში ჩამონტაჟებული ღილაკების საშუალებით. თუ შეესწარით, ან თქვენ თვითონ მოყევით საგზაო ინციდენტში, მარჯვნივ განთავსებული წითელი ღილაკი, ავტომატურად უკავშირდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურს. თუ გზაზე თქვენს ავტომობილს პრობლემა შეექმნა, შუაში განთავსებული ღილაკი უკავშირდება შკოდას სერვისს ცენტრს. თუ გსურთ შკოდას დამატებითი სერვისის ან პროდუქტის შესახებ ინფორმაციის გაგება, გამოიუენეთ მარცხენა ღილაკი.
SmartLink+ საშუალებით, თქვენს სმარტფონსა და ჩაშენებული სისტემებს Apple CarPlay, Android Auto and MirrorLink™ შორის, მუდმივი კავშირია. მოუსმინეთ მუსიკას, გააგზავნეთ ან მიიღეთ ტექსტური შეტყობინებები, უპასუხეთ ზარებს, ან დაათვალიერეთ თქვენი მანქანის დეტალური მონაცემები ŠKODA OneApp-ის საშუალებით.
თუ გსურთ თქვენს მიერ გავლილი მანძილის შესაბამისად საწვავის კონტროლი, ან უბრალოდ გსურთ დეტალური ინფორმაცია თუ სად გადაადგილდა თქვენი ავტომობილი, "Driving Data" ამისთვის იდეალური ხერხია. ამ და სხვა დისტანციურ სატრანსპორტო საშუალებებთან წვდომა, ერთი აპლიკაციის ŠKODA Connect- ის მეშვეობითაა შესაძლებელი.