• მოდელები
  • კომპანია

ŠKODA OCTAVIA -ს კავშირი

COLUMBUS საინფორმაციო, გასართობი სისტემა

ინფო-გასართობი სისტემა ორი ძირითად 8.25 -10 ინჩიან ეკრანს მოიცავს. Swing– ის სტანდარტული სისტემა მარტივად შეძლებს თქვენს ტელეფონთან დაკავშირებას Bluetooth– ისა და SmartLink– ის საშუალებით, რომელშიც შედის Apple CarPlay, Android Auto და MirrorLink. მისი სხვა მახასიათებლებია :2 USB-C და მუსიკის სტრიმინგი. Bolero სისტემა გამოირჩევა უფრო დიდი ეკრანით, ხმის კონტროლის ფუნქციით , სენსორული სლაიდერით და შიდა მეხსიერებით.

ŠKODA OCTAVIA -ს კავშირი

ინდუსტრიაში წამყვანი საინფორმაციო და გასართობი სისტემა

საინფორმაციო, გასართობი სისტემა Columbus შეხებით, ჟესტიკულაციით და ხმის საშუალებით კონტროლირდება. სისტემა ხელმისაწვდომს ხდის ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა: ნავიგაცია, SmartLink-ის საშუალებით თქვენს ტელეფონთან დაკავშირება ( Apple CarPlay, Android Auto a MirrorLink™), ŠKODA Connect-ის ონლაინ სერვისები და რადიოს ონლაინ მართვის შესაძლებლობა. სენსორული ეკრანის საშუალებით, რუქის მოახლოება და ხმის კონტროლია შესაძლებელი.

ŠKODA OCTAVIA -ს კავშირი

ŠKODA CONNECT

ახალი თაობის ŠKODA Connect -ის ონლაინ სერვისები გთავაზობთ ონლაინ ნავიგაციას და საინფორმაციო სერვისებს,სმარტფონის მეშვეობით ავტომობილის ფუნქციების დისტანციურად მართვის შესაძლებლობას და ŠKODA-ს სერვის ცენტრთან დისტანციურ ინტერაქციას.

ŠKODA OCTAVIA -ს კავშირი

დისტანციური წვდომა: დისტანციური ვენტილაცია

დისტანციური წვდომა, ŠKODA Connect-ის ერთ-ერთი ფუნქცია, რომელიც ავტომობილის მართვის ახალ გამოცდილებას გთავაზობთ მისი სმარტფონთან დაკავშირების გზით. დისტანციური ვენტილაცია საშუალებას გაძლევთ ჩართოთ შიდა ვენტილაცია მოგზაურობის წინ. ეს განსაკუთრებით ხელსაყრელია ზაფხულის ცხელ დღეებში რადგან ავტომობილში ჩაჯდომამდე სალონის გაგრილება შეგიძლიათ.

ŠKODA OCTAVIA -ს კავშირი

შეიძინეთ ფუნქციები მოთხოვნით

ახალი OCTAVIA არის პირველი ŠKODA, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეიძინოთ ონლაინ ფუნქციები, რომლებიც ადრე მანქანის შექმნამდე უნდა შეგეკვეთათ. საინფორმაციო გასართობი სისტემა აღჭურვილია Shop-ით, სადაც შეგიძლიათ მარტივად გააუმჯობესოთ თქვენი მანქანა, მაგალითად, დამატებითი განათების ფერებით, მძღოლის დამხმარე ახალი სისტემებით და საინფორმაციო-გასართობი ფუნქციებით. გარდა ამისა, შეგიძლიათ შეავსოთ თქვენი მონაცემთა პაკეტები, გააფართოვოთ თქვენი ŠKODA Connect ონლაინ სერვისები და ჩამოტვირთოთ აპლიკაციები.

ŠKODA OCTAVIA -ს კავშირი

ბუნებრივი ხმის კონტროლი

ხმოვანი ასისტენტი Laura, შესაძლებლობას გაძლევთ, რომ ავტომობილმა თქვენი სიტყვიერი მოთხოვნები შეასრულოს. ახლა თქვენ შეგიძლიათ მართოთ მანქანა ლაურასთან ერთად, რომელიც თქვენს მეტყველებას აღიქვამს. ლაურა დაგეხმარებათ აკონტროლოთ ნავიგაცია, მედია, საინფორმაციო-გასართობი, კონდიციონერი და ტექსტური შეტყობინებები, ხოლო მართვაზე უკეთესი კონცენტრირების საშუალებას მოგცემთ..

ŠKODA OCTAVIA -ს კავშირი

5 USB-C პორტი

სტანდარტულად Octavia Comni აღჭურვილია ორი თანამედროვე წინა USB-C პორტით. სურვილისამებრ, შესაძლოა დაემატოს სამი დამატებითი პორტი- ერთი უკანა ხედვის სარკესთან კამერის დასამუხტად და ორი- უკანა მგზავრებისათვის, მათი მოწყობილობების დასატენად.

DISCLAIMERS
ცხელი ხაზი
(995 32) 517 517
ელ.ფოსტა
info@skoda.ge
უკუკავშირი
დამატებით გაეცანით
მფლობელის წიგნაკი
ყველა ავტომობილის ნახვა
SUPERB
SUPERB COMBI
NEW OCTAVIA
KAROQ
KODIAQ
SCALA
KAMIQ
კომპანია
გაიგე მეტი
ჩვენს შესახებ
დილერი
SIMPLY CLEVER
წარმოშობის ისტორია
კომპანია
©ŠKODA AUTO a.s. 2022
Cookies