ყველა დეტალი, რასაც ეძებდით

OCTAVIA -ის ტექნიკური მახასიათებლები

ავტომობილის გაბარიტები

 

უსაფრთხოება

უსაფრთხოების მახასიათებლები

უსაფრთხოების მახასიათებლები The ŠKODA OCTAVIA არის უსაფრთხოება კომპრომისის გარეშე. შემდეგი მახასიათებლები ხელმისაწვდომია როგორც სტანდარტული, ასევე არჩევითი ოფციებისთვის:

› Isofix-ი და დამაგრების ზედა წერტილები ბავშვის სავარძლის დასამაგრებლად მეორე რიგის გარე სავარძლე ბზე. Isofix ასევე ხელმისაწვდომია წინა მგზავრის სავარძლისთვის.

› კრუიზ კონტროლისგან განსხვავებით, რომელიც დადგენილ სიჩქარეს ინარჩუნებს, Speedlimiter საშუალებას აძლევს მძღოლს იმგზავროს ნებისმიერი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს წინასწარ განსაზღვრული ლიმიტისა.

› ABS იცავს საბურავების ჩაკეტვას საგანგებო დამუხრუჭების დროს, ან მოლიპულ ზედაპირებზე დამუხრუჭებისას.

›HBA დამუხრუჭების ზეწოლის გაზრდით, სამუხრუჭე ასისტენტი ეხმარება მძღოლს ისეთ სიტუაციებში, როდესაც აუცილებელია სასწრაფო დამუხრუჭება. ამან შეიძლება გამოიწვიოს საჭირო სამუხრუჭე მანძილის შემცირება

› EDL ერთ-ერთი მამოძრავებელი საბურავის დაბალი წნევის გამო, აძლიერებს აჩქარებას აღმართზე მოძრაობისას.

› MSR ითვალისწინებს მამოძრავებელი საბურავის ჩაკეტვას, რაც შესაძლებელია მოხდეს გლუვ ზედაპირზე მოძრაობის შენელებისას.

› ASR უზრუნველყოფს ავტომობილის შეუფერხებლად დაქოქვასა და აჩქარებას სრიალა ზედაპირზეც კი.

› ASR უზრუნველყოფს ავტომობილის EDL ერთ-ერთი მამოძრავებელი საბურავის დაბალი წნევის გამო, აძლიერებს აჩქარებას აღმართზე მოძრაობისას.

› TSA მუშაობს, როდესაც ავტომობილი აღჭურვილია მისაბმელი საშუალებით. სისტემა მუშაობს ერთი ან მეტი საბურავის დამუხრუჭების პირნციპით და საჭიროებისამებრ, ამცირებს ძრავის ბრუნვას. TSA სისტემა ხელს უწყობს მანქანის და მისაბმელიანი მოწყობილობის სტაბილიზაციას.

› XDS+ ეხმარება მძღოლს მკვეთრად მოტრიალებისას, მაქსიმალურად დაიმორჩილოს ავტომობილის კორპუსი. საკონტროლო ელექტროობა ახდებს თვითჩამკეტი დიფერენციალის არსებობის სიმულაციას, რათა გააუმჯობესოს წნების და მართვის დინამიკა მოხვევის დროს. შედეგად, ავტომობილი ბევრად უფრო საიმედოდ და ბუნებრივად შევა მოსახვევში.

› საბურავებში წნევის კონტროლი TPM+ მძღოლს მუდმივაც აცნობს საბურავებში წნევის დონეს.

› არჩევითი ოფცია- აღმართზე დაჭერის კონტროლი, ეხმარება მძღოლს აღმართზე უსაფრთხო ასვლაში ხელის მუხრუჭის გამოყენების გარეშე. სისტემა იცავს ავტომობილს უკან დაგორებისაგან.

› სამუხრუჭე ნათება- ამცირებს შეჯახების რისკს უკნიდან, განსაკუთრებით მაგისტრალზე, ან საცობში მოულოდნელად დამუხრუჭებისას.

მართვა და საჭე

ყველა წამყვანი თვალი

ŠKODA OCTAVIA COMBI ხელმისაწვდომია ელექტრონულად კონტროლირებადი მრავალსაფეხურიანი გადაბმით. სამი ხელმისაწვდომი ძრავა (2.0 TSI/140 kW, 2.0 TDI/110 kW და 2.0 TDI/147 kW), უზრუნველყოფს მართვის ოპტიმალურ დინამიკას, აქტიური უსაფრთხოებისა და ეკონომიური მოხმარების მაღალ დონეს და სრულ უსაფრთხოებას. ბრუნვის განაწილება ოთხივე ბორბალზე ავტომატურია და დამოკიდებულია მამოძრავებელ გარემოზე. უკანა ღერძისთვის იდეალური ბრუნვა გამოითვლება საკონტროლო განყოფილების მიერ. რეგულირება ხორციელდება ცვლადი ზეწოლის გზით, რომელიც ხდება მუფტის ფირფიტებზე.

დინამიური შასის კონტროლი მართვის რეჟიმის არჩევით

მართვისას მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად, OCTAVIA– ს აღჭურვილია დინამიური შასის კონტროლის ფუნქციით, რომელიც მოიცავს მართვის რეჟიმის არჩევას; ავტომობილი გთავაზობთ რამდენიმე რეჟიმს, რომლებიც ცვლის ამორტიზატორების სიმკვრივეს და სხვა პარამეტრებს. მანქანის კონფიგურაცია კომფორტული, მოდუნებული რეჟიმიდან დინამიურ, სპორტულ რეჟიმზე, ღილაკზე თითის დაჭერითაა შესაძლებელი. დინამიური შასის კონტროლი განუწყვეტლივ აკონტროლებს, აფასებს და რეაგირებს მართვის მიმდინარე ქცევაზე (დამუხრუჭება, აჩქარება, შემობრუნება) და ადაპტირებს მახასიათებლებს თითოეული საბურავისათვის დაყენებული რეჟიმის მიხედვით, ინდივიდუალურად და დამოუკიდებლად.

სპორტული შასი

უფრო მოკლე ზამბარებით და სპორტით მორგებული ამორტიზატორებით, 15 მმ-იანი ქვედა სპორტული შასი გთავაზობთ არაჩვეულებრივ რეაგირებას და მართვის დინამიკურ თვისებებს.

ცუდი გზების პაკეტი

შასის დაცვა კიდევ უფრო გაუმჯობესებულია შემდეგი მახასიათებლების წყალობით: ›15მმ-ით აწეული შასი. ›ცუდი გზების პაკეტის ოფცია, რომელიც ასევე მოიცავს ტექნიკურ მახასიათებლებს, როგორიცაა სხვადასხვა ზამბარების, ამორტიზატორების და უკანა ღერძის რეგულირება.

Shift-by-wire სისტემა

OCTAVIA არის ŠKODA-ს პირველი მოდელი, რომელიც აღჭურვილია ახალი ავტომატური ტრანსმისიით. ახალ გადართვის სელექტორს არ აქვს ფიქსირებული მექანიკური კავშირი DSG გადაცემათა კოლოფთან. სამაგიეროდ, ცვლა ხდება მხოლოდ ელექტრონულად.

პროგრესული საჭე

ეს ფუნქცია ŠKODA OCTAVIA–ს გაუმჯობესებულ მართვას უზრუნველყოფს, განსაკუთრებით მკვეთრ მოსახვევებში. პროგრესული საჭე ცვლის თანაფარდობას იმისდა მიხედვით, თუ რამდენად მკვეთრად მოხვეულ პოზიციაშია საბურავი.

სათადარიგო საბურავი

საბურავების სტანდარტული ნაკრები სურვილისამებრ შეიძლება შეიცვალოს:

›16" ფოლადის დროებითი სათადარიგო საბურავით

›16" ფოლადის სათადარიგო საბურავით

›18" დაზოგავი ფოლადის სათადარიგო საბურავით