ŠKODA OCTAVIA მოგზაურობის ასისტენტი
მოგზაურობის ასისტენტი
Travel Assist აერთიანებს რამდენიმე სისტემას და ფუნქციას. როდესაც ეს სისტემები და ფუნქციები ერთმანეთთან დაკავშირებულები არიან, ავტომობილი ბევრად უფრო მარტივი და კომფორტული სამართავია. გააქტიურების შემდეგ, ავტომობილს შეუძლია ავტომატურად გააჩეროს და დაქოქოს, იმოძრაოს ზოლში, ან მიყვეს წინ მიმავალ ავტომობილს საცობში მოძრაობისას.
ŠKODA OCTAVIA მოგზაურობის ასისტენტი
წინასწარ პროგნოზირებადი კრუიზ კონტროლი
ახალი. წინასწარ პროგნოზირებადი კრუიზ კონტროლი აფართოებს ადაპტაციური კრუიზ კონტროლის ფუნქციებს. გარდა იმისა, რომ თვალყურს ადევნებს მოძრაობას, ის ასევე ამუშავებს ნავიგაციის სისტემაში შენახულ საგზაო ნიშნებს და სიჩქარის შეზღუდვებს, რაც საშუალებას აძლევს მას დროულად დაარეგულიროს სიჩქარე მოსახვევში, წრეზე, ან გზაჯვარედინზე მოძრაობისას.
ŠKODA OCTAVIA მოგზაურობის ასისტენტი
საგზაო ნიშნის ამოცნობა
სურათის დამუშავების მოდული იძიებს ყველაზე ცნობილი საგზაო ნიშნების დასკანერებულ სურათებს და ადარებს შედეგებს ნავიგაციის მონაცემებთან. სისტემა ამუშავებს სიჩქარის შეზღუდვის ნიშნებს, გასწრების ნიშნებს, ცალმხრივ ქუჩებში შესვლის აკრძალვის ნიშნებს, სხვა დამატებით მითითებებს და უჩვენებს მათ მძღოლს.
ŠKODA OCTAVIA მოგზაურობის ასისტენტი
ადაპტური ზოლის ასისტენტი
Lane Assist- ს შეუძლია იდენტიფიცირება, როდესაც ზოლიდან უნებლიედ გადიხართ.ეს სისტემა მუშაობს კამერასთან ერთად და აღიქვამს საგზაო ზოლის ნიშნებს, მათ შორის საგზაო სამუშაოების დროს დახაზულ ყვითელ ხაზებს, საგზაო კონუსებს და სხვა გზისპირა და ზოლის საზღვრებს.
ŠKODA OCTAVIA მოგზაურობის ასისტენტი
საცობის დამხმარე სისტემა
საცობის დამხმარე სისტემა ამარტივებს საცობში ავტომობილის მართვას. ადაპტაციურ კრუიზ კონტროლზე და ზოლში მოძრაობის ასისტენტზე დაყრდნობით, სისტემა ამუხრუჭებს, ძრავს და მოძრაობს საცობში.
ŠKODA OCTAVIA მოგზაურობის ასისტენტი
გადაუდებელი დახმარების ასისტენტი
საგანგებო და გადაუდებელი დახმარების ასისტენტია ამცირებს ინციდენტის რისკს, იმ შემთხვევაში თუ მძღოლი თავს კარგად არ გრძნობს. თუ ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა დაადგენს რომ გამაფრთხილებელი სიგნალის შემდეგაც, მძღოლს ხელები საჭეზე არ უდევს, საგანგებო და გადაუდებელი დახმარების სისტემა დაუყოვნებლივ აქტიურდება.