დამატებითი გვერდი

მთავარ გვერდზე გადასვლა

ყველა ის დეტალი, რომელსაც ეძებდით

ŠKODA SUPERB-ს სპეციფიკაცია

ავტომობილის გაბარიტები


უსაფრთხოება

სიჩქარის შეზღუდვა

როგორც სახელი მიგვანიშნებს, ეს მახასიათებელი ზღუდავს ავტომობილის მაქსიმალურ სიჩქარეს. მძღოლებს შეუძლიათ განსაზღვრომ მაქსიმალური სიჩქარე 30-დან 210 კმ / სთ-მდე და თვალი ადევნონ გზას.კრუიზ კონტროლისაგან გასხვავებით, რომელიც ინარჩუნებს შერჩეულ სიჩქარეს, Speedlimiter საშუალებას აძლევს მძღოლს გადაადგილდეს ნებისმიერი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს, წინასწარ განსაზღვრულისა. 

სიჩქარის შეზღუდვა
უსაფრთხოების სხვა მახასიათებლები

ŠKODA SUPERB უზრუნველყოფს უსაფრთხოებას კომპრომისის გარეშე. გარდა უკვე ჩამოთვლილი უსაფრთხოების სისტემებისა, SUPERB-ის არჩევა შესაძლებელია შემდეგი მახასიათებლებით: 

ABS იცავს საბურავების ჩაკეტვას საგანგებო დამუხრუჭების დროს, ან მოლიპულ ზედაპირებზე დამუხრუჭებისას.

›დამუხრუჭების ზეწოლის გაზრდით, სამუხრუჭე ასისტენტი ეხმარება მძღოლს ისეთ სიტუაციებში, როდესაც აუცილებელია სასწრაფო დამუხრუჭება. ამან შეიძლება გამოიწვიოს საჭირო სამუხრუჭე მანძილის შემცირება.

MSR ითვალისწინებს მამოძრავებელი ბორბლების ჩაკეტვის მოქმედებას, რაც შესაძლებელია მოხდეს, როდესაც მძღოლი გლუვ ზედაპირზე ანელებს მოძრაობას.

ASR უზრუნველყოფს ავტომობილის შეუფერხებლად დაქოქვასა და აჩქარებას პრიალა ზედაპირზეც კი.

EDL ერთ-ერთი ამოძრავებელი საბურავის დაბალი წნევის გამო,აძლიერებს აჩქარებას აღმართზე მოძრაობისას.

XDS+ ეხმარება მძღოლს მკვეთრად მოტრიალებისას, მაქსიმალურად დაიმორჩილოს ავტომობილის კორპუსი.

არჩევითი საბურავების წნევის მონიტორინგი, მძღოლს მუდმივად აცნობებს საბურავებში წნევის დონის შესახებ.

აღმართზე დაჭერის კონტროლი-ეხმარება მძღოლს აღმართზე უსაფრთხო ასვლაში ხელის მუხრუჭის გამოყენების გარეშე. სისტემა იცავს ავტომობილს უკან დაგორებისაგან.

 ›სამუხრუჭე ნათება: ამცირებს შეჯახების რისკს უნკიდან, განსაკუთრებით მაგისტრალზე, ან საცობებში მოულოდნელად დაბრკოლების წინაშე დამუხრუჭებისას.

მართვა და საჭე

ოთხი წამყვანი თვალი

ŠKODA SUPERB ხელმისაწვდომია ელექტრონულად კონტროლირებადი მრავალფენიანი მუფტით. სამი ხელმისაწვდომი ძრავა (2.0 TSI / 200 კვტ, 2.0 TDI / 110 კვტ და 2.0 TDI / 140 კვტ)უზრუნველყოფს მართვის ოპტიმალურ დინამიკას, აქტიური უსაფრთხოებისა და ეკონომიური მოხმარების მაღალ დონეს.

ბრუნვის განაწილება ოთხივე ბორბალზე ავტომატურია და დამოკიდებულია მამოძრავებელ გარემოზე. უკანა ღერძისთვის იდეალური ბრუნვა გამოითვლება საკონტროლო განყოფილების მიერ. რეგულირება ხორციელდება ცვლადი ზეწოლის გზით, რომელიც ხდება მუფტის ფირფიტებზე.



პროგრესული საჭე

ეს ფუნქცია უზრუნველყოფს ŠKODA SUPERB–ის უკეთესად მართვას, განსაკუთრებით მკვეთრ მოსახვევებში. პროგრესული საჭე ცვლის თანაფარდობას იმისდა მიხედვით, თუ რამდენად მკვეთრად მოხვეულ პოზიციაშია საბურავი. პროგრესული საჭე ხელმისაწვდომია მხოლოდ სპორტულ შასისთან ერთად.

მწვანე ტექნოლოგია

აქტიური ცილინდრის ტექნოლოგია (ACT)

ACT ნიშნავს, რომ მეორე და მესამე ცილინდრები დროებით დახურულია. ორ ცილინდრიან რეჟიმში, ძრავა უფრო ეფექტურად მუშაობს. მართვის სტილიდან გამომდინარე, ტექნოლოგიას შეუძლია საწვავის მომხარება 100 კმ-ზე 0,5 ლ-ზე მეტით შეამციროს. 

Start-Stop სისტემა

Start-Stop სისტემის იდეა არის ყოველი გაჩერებისას ძრავის გამორთვა/ჩართვა, რადგანაც არ არის საჭირო ძრავის მუდმივ რეჟიმში მუშაობა. ეს ფუნქცია განსაკუთრებით პრაქტიკულია ქალაქში მოძრაობისას, რადგან ის მნიშვნელოვნად ამცირებს საწვავის მოხმარებას. სისტემა ავტომატურად აქტიურდება და ნებისმიერ დროს შესაძლებელია მისი დეაქტივაცია.

Start-Stop სისტემა
სამუხრუჭე ენერგიის აღდგენა

რა ხდება ენერგიის აღდგენისას? კინეტიკური ენერგია გარდაიქმნება ელექტროენერგიად, რომელიც ინახება ბატარეაში,ან გამოიყენება ელექტრო სისტემებში. ალტერნატიული ენერგია,ამარაგებს აკუმულატორს და ელექტრო მოწყობილობებს. ეს კი ზოგავს იმ საწვავს, რომელიც ამ მიზნით გამოიყენებოდა.

სამუხრუჭე ენერგიის აღდგენა
Eco რეჟიმი (არჩევითი მართვის რეჟიმი)

მართვის რეჟიმიდან ერთ-ერთი ეკო, არის იმ მძღოლებისათვის, ვისთვისაც ეკონომია პრიორიტეტულია. ეკო რეჟიმის სპეციფიკური მახასიათებელია DSG ძრავიანი ავტომობილით ავტომაგისტრალზე მოძრაობისას, აჩქარების პედალზე ფეხის დაჭერის გარეშე, ავტომობილის გადაადგილება.

რეკომენდაცია გადაცემათა კოლოფზე

გადაცემათა კოლოფის კოეფიციენტის სწორად შერჩევით, იზოგება საწვავის მოხმარება და იზრდება კომფორტი; დაბალი სიჩქარე უდრის ნაკლები საწვავის მოხმარებას და ძრავის მშვიდ მუშაობას. ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში არსებული სიმბოლოები, ადასტურებენ, რომ მიმდინარე სიჩქარე სწორადაა შერჩეული, ან გაძლევთ სიჩქარის შეცვლის რეკომენდაციას.

რეკომენდაცია გადაცემათა კოლოფზე