საავტომობილო ინდუსტრიის განვითარების საწყისი პერიოდიდან, ბრენდი ŠKODA აქტიურად იყენებდა ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და უახლესს გამოგონებებს. ტექნოლოგიური განვითარება თავდაპირველად გამოვლინდა ველოსიპედების შექმნისას, რასაც მოჰყვა მოტოციკლის გამოგონება და საბოლოოდ დაგვირგვინდა ავტომობილების შექმნით. იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად და აღმოაჩინეთ ბრენდი ŠKODA 1895 წლიდან დღემდე,შეაბიჯეთ ŠKODA-ს დამაინტრიგებელ და საოცარ სამყაროში და გაეცანით ბრენდის მდიდარ ისტორიას.
თითოეული ავტომობილი, რომელზეც გამოსახულის შკოდას ლოგო- წინ მიმართული ისარი ფართოფარფლებიანი გვირგვინით, წარმოადგენს მუდმივი ინოვაციების უწყვეტი ტრადიციების სიმბოლოს. დროთა განმავლობაში, ŠKODA-ს ლოგომ მრავალი სახეცვლილება განიცადა.
ვასლავ ლაურინის და ვასლავ კლემენტის პარტიორობამ და ერთობლი საწარმოს შექმნამ, საფუძველი ჩაუყარა კომპანიის წარმატების ისტორიას.
"შკოდას"ისტორია დაიწყო 1895 წელს, ვასლავ ლაურინთან და ვასლავ კლემენტთან ერთად. გარდა საერთო სახელებისა და ველოსიპედების სიყვარულისა, მათ აერთიანებდა თვისება: ძლიერი საგამომგონებლო სულისკვეთება.
ჩვენი არსებობის განმავლობაში იყო ეტაპები, რომელმაც განაპირობა თუ რა გზას უნდა მივყოლოდით და ხელი შეუწყო ჩვენს ფორმირებასა და განვითარებას. გადახედეთ ჩვენს მიერ განვლილ გზას და აღმოაჩინეთ ჩვენი შექმნილი მოდელები
"შკოდას" ისტორია პირდაპირ ოთხი საბურავით არ დაწყებულა. ენთუზიასტმა ველო მრბოლელებმა ვასლავ ლაურინმა და ვასლავ კლემენტმა გადაწყვიტეს თავიანთი გატაცება კარიერად ექციათ, შექმნეს ბრენდი "სლავია" და დაიწყეს ველოსიპედების წარმოება. "სლავია" მალევე გახდა მაღალ ხარისხსა და ინოვაციასთან ასოცირებული ბრენდი. ამ პერიოდისათვის "L&K" გახდა სიდიდით მეორე ველო მწარმოებელი ჩეხეთში.
ოთხი წლის შემდეგ, მათ დაიწყეს ველოსიპედის შექმნა დამხმარე ძრავით, ე.წ. მოტოციკლი. მცირე პერიოდში, ეს ახალი ქმნილებები ძალიან პოპულარული გახდა და რამდენიმე ჯილდოც მოიპოვა რბოლის შეჯიბრებში. ამასობაში კი, მოტოციკლებს, რომლებიც მლადა ბორესლავში იყო წარმოებული რეპუტაცია სულ უფრო და უფრო უმაღლდებოდა არა მხოლოდ მშობლიურ მხარეში, არამედ საზღვარგარეთაც.
წარმატებით წახალისებულმა ლაურენმა და კლემენტმა, დაიწყეს ოთხ საბურავიან მოდელებზე მუშაობა და მალევე წარმოადგინეს თავიანთი პირველი ავტომობილი ‘Voiturette A’. შთამბეჭდავი იყო ავტომობილის ფასი, ისევე როგორც მისი პრაქტიკულობა. ეს პატარა, 7 ცხენის ძალიანი ავტომობილი, კიდევ ერთი წლის განმავლობაში იყო ყურადღების ობიექტი, მანამ სანამ უკვე წარმატებულმა კორპორატიულმა განვითარებამ სახელად L&K, წარმოადგინა თავისი შემდეგი კიდევ უფრო წარმატებული მოდელები.
1924 წელს,ხანძარმა ფაქტობრივად გაანადგურა L&K ქარხანა. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ჩეხურ საინჟინრო გიგანტთან ŠKODA-სთან შერწყმის საჭიროება და დასრულდა კომპანია "ლაურენი და კლემენტი"ს არსებობა. მე -20 საუკუნის განმავლობაში, რომელიც მოიცავს ორ მსოფლიო ომს და სოციალისტური ეპოქის ეკონომიკას, ŠKODA- ს მხრიდან მაღალი ხარისხის მანქანების წარმოება არასოდეს შენელებულა.
1991 წლის მარტში, საავტომობილო კომპანია ახალი სახელწოდებით "ŠKODA" იწყებს პარტნიორობას "Volkswagen'-თან. შერწყმიდან 3 წლის შემდეგ, დაიბადა ახალი მოდელი "Felicia". წარმატებულმა თანამშრომლობამ ევროპაში ერთერთ უმსხვილეს ავტო მწარმოებელთან, "ფოლკსვაგენ'თან , კომპანია განვითარების ახალ საფეხურზე გადაიყვანა.
"ფოლკსვაგენ"თან კოლაბორაციის შემდეგ შექმნილი პირველი მოდელი, რომელმაც მისცა გადამწყვეტი იმპულსი კომპანიის სწრაფი ტრანსფორმაციისა ერთ-ერთ აღიარებულ გლობალურ მოთამაშედ. დაწყების დღიდან, შკოდამ 5 მილიონზე მეტი "ოქტავია" შექმნა.
2016 წელს, "შკოდა"-მ გადაწყვიტა სწრაფად გავნითარებად SUV სეგმენტში, სადაც იქ უკვე წარმოდგენილი იყო პოპულარული მოდელი Yeti-თ თავის დამკვიდრება. ახალი სტრატეგიის ფარგლებში შექმნილი პირველი მოდელი იყო Škoda Kodiq-ი, რომელსაც მალევე მოყვა Škoda Karoq-ი.
VISION E-ზე მუშაობით, კომპანია წარმოგვიდგენს თავის პირველ პერსპექტივას ინდივიდუალური მობილობის მომავლის შესახებ. 5 კარიან SUV-ს შეუძლია მხოლოდ ელექტროენერგიით 500კმ-ზე გადაადგილება და ის სრულად აკმაყოფილებს ავტონომიური მართვისთვის საჭირო მოთხოვნებს. ŠKODA ინტენსიურად ნერგავს მისი მოდელების დიაპაზონის ელექტრიფიკაციას და 2025 წლისთვის 5 სრულიად ახალ ელექტრონულ მოდელს გამოუშვებს.
გამოსცადე კლასიკური ავტომობილის მართვის სიამოვნება. იმოგზაურე ჩვენთან ერთად წარსულში და მიუჯექი L&K ŠKODA 110 საჭეს. წინ გელოდება სასიამოვნო მგზავრობა ისტორიულ პრაღაში, სადაც შეიტყობ ბევრ საინტერესო ფაქტს და არა მხოლოდ იმ ავტომობილზე, რომელშიც ზიხარ.
1985 წლიდან, მას შემდეგ რაც წარმოება დაიწყო, კომპანიამ მსოფლიოს ბევრი ლეგენდარული და დაუვიწყარი მოდელი შესთავაზა. თვალი გადაავლეთ მნიშვნელოვან ეტაპებს Skoda-ს შეჯიბრების ისტორიაში.
ისტორია არ არის მხოლოდ დრო. ეს არის ამბების კოლექცია, რომელსაც დრო ვერაფერს ვნებს. ŠKODA- ს მტკიცე მემკვიდრეობის აღსანიშნავად, ჩვენ ვსაუბრობთ არა მოვლენებზე, არამედ ემოციებზე. და არ არსებობს უკეთესი ამბის მთხრობელები ŠKODA-ს მემკვიდრეობის შესახებ, ვიდრე თავად ის ადამიანები, ვინც მართავენ ჩვენს ავტომობილებს.
აღმოაჩინე ŠKODA-ს ისტორია ჩვენს მუზეუმში, სადაც თქვენ ნახავთ უახლესს კონცეპტუალურ ნიმუშებსა და საკულტო მოდელებს.