Laurin & Klement-იდან ŠKODA-მდე

1985 წელს, ჩეხეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მლადა ბოლესლავში, კომპანია L&K-მ დაიწყო ველოსიპედების Slavia შექმნა, უფრო მოგვიანებით კი მოტოციკლების წარმოებაზე გადავიდნენ. ავტომობილების შექმნა კი მხოლოდ 20 წლის შემდეგ, 1905 წელს დაიწყეს. თავდაპირველად, ავტომობილებზე ლოგოდ Laurin და Klement-ი თავის ინიციალებს იყენებდნენ, 1925 წლის შემდეგ კი ŠKODA-ს სიმბოლო ბუმბულიანი ისარია.

1895

"სლავია'ს ლოგო (1895-1905)

ველოსიპედები და მოტოციკლები იქმნებოდა მლადა ბოლესლავის საწარმოში, "სლავია'-ს ბრენდის ქვეშ. ლოგო წარმოადგენდა ბორბალს, რომელიც გარშემორტყმული იყო ცაცხვის ფოთლებით, რაც სლავი ხალხის სიმბოლოს წარმოადგენდა. ბორბლის შუაში მოქცეული იყო კომპანიის დამფუძნებელთა ინიციალები L&K, რაც მოგვიანებით ახალი ლოგოს მთავარი მოტივი გახდა.

1905

L&K- ს ლოგო (1905-1925)

L&K ლოგოს დიზაინის შექმნაზე, დიდი გავლენა მოახდინა ადრეული მე-20 საუკუნის ხელოვნების მიმდინარეობა "არტ ნუვომ". დამფუძნებელთა ინიციალები L და K გარშემორტყმულია გამარჯვების სიმბოლოთი- დაფნის გვირგვინით.

1926

"შკოდა"-ს ლოგო (1926-1933)

1926 წლიდან მოყოლებული, ავტომობილების წარმოება მლადა ბოლესლავში სახელწოდებით "შკოდა" დაიწყო. მიუხედავად სრულიად განსხვავებული სახელწოდებისა, ახალი დიზაინი თავის წინამორბედთან უწყვეტობაშია. ლოგოს ფორმა ოვალურია,დაფნის ფოთლებით შემოსაზღვრული ბრენდის სახელწოდება კი კვლავ ცენტრალურ ადგილასაა განთავსებული.

1926

"შკოდა'ს ლოგო (1926-1995)

ლოგო წინ მიმართული ისარით, პირველად 1926 წელს იქნა გამოყენებული. მისი წარმოშობის ისტორია ბურუსითაა მოცული, თუმცა დაკავშირებულია 'შკოდა"ს კომერციულ დირექტორის ტომას მაგლიცის სახელთან. მთავარ თემად კი აღებულია ინდიელების ხუთ ბუმბულიანი გვირგვინი.

1999

"შკოდა ავტო"ს ლოგო (1995 - 2011)

1995 წლიდან, შკოდას ლოგო შავ და მწვანე ფერში აქვს. შავი ფერი ბრენდის ასწლოვანი ტრადიციის გამოხატულებაა, ხოლო მწვანე სიმბოლოა გარემოზე ზრუნვის და დაცვის.

2011

'შკოდა'ს ლოგო (2011 - 2016)

2011 წელს, შკოდამ ახალი კორპორატიული დიზაინი წარადგინა, ტრადიციული წინ მიმართული ისარი, ფართოფარფლებიანი გვირგვინით, ფერების ახალ სპექტრს მოიცავს და უფრო მკაფიო და ზუსტია ვიდრე ოდესმე.

2016

'შკოდა'ს ლოგო 2016 წლიდან

'შკოდას" ახალი ლოგო სიმბოლურად წარმოადგენს დაუცხრომელ სწრაფვას 'შკოდას' კლიენტებისაკენ და ამავდროულად აქცენტს აკეთებს ბრენდის მემკვიდრეობასა და ღირებულებებზე. ეს სახეცვლილი ბრენდის ნიშანი, 2016 წლის მეორე ნახევრიდან წარმოადგენს კორპორატიული იდენტობის ნაწილს და ასახავს მჭიდრო კავშირს მთლიანად 'ფოლკსვაგენის" ჯგუფთან. ახალ ლოგოში, მნიშვნელოვანი ცვლილებაა წარწერა "Skoda", რომელიც წინამორბედისაგან გასხვავებით, სურათის ქვედა ნაწილშია დატანილი,

მოდელების პერიოდები

გსურთ იხილოთ 'შკოდა'ს ავტომობილების 1895-დან დღემდე?

ლოგოს ევოლუცია

გსურთ მოისმინოთ 'შკოდა'ს ლოგოს ისტორია?

ვირტუალური ტური

Would you care to drive around 1930s Prague in a beautiful L&K ŠKODA 110?

გსურს 1930-იანი წლების პრაღაში ისეირნო უმშვენიერესი L&K ŠKODA 110-ით?