პირველი ავტომობილი, მლადა ბორესლავის ქარხანამ 1905 წელს გამოუშვა, რასაც კომპანიის 120 წლიანი არსებობის მანძილზე, მილიონობით სხვა მოდელის წარმოება მოჰყვა. კომპანიის სათაო ოფისი და საავტომობილო განვითარების დეპარტამენტი უცვლელად დარჩა მშობლიურ ქალაქში, თუმცა წარმოებამ დროთა განმავლობაში მოიცვა სხვადასხვა ქალაქები და ქვეყნები.
მლადა ბოლესლავი- შკოდას ავტომობილების ტექნიკური განვითარების ცენტრი. ადგილი, სადაც მოდელები იძერწება და სრულად მზადდება წარმოებისათვის. საწარმოო ობიექტების გარდა, მლადა ბოლესლავი არის სახლი "შკოდა'ს სათაო ოფისისთვის. ამ ეტაპზე, "შკოდა'ს მოდელები Fabia, Rapid და Octavia სწორედ აქ იწარმოება.
ყველაზე ახლად შექმნილი ქარხანა "შკოდა"ს საწარმო ობიექტებს შორის ჩეხეთში. ეს არის ადგილი, სადაც იქმნება ბრენდის ფლაგმანი მოდელი "Superb"-ი, ისევე როგორც SUV მოდელები -Karoq-ი და Kodiaq-ი.
2012 წლიდან, სწორედ ჩეხეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ვრჩლაბში, 'ფოლკსვაგენი'ს ჯგუფისათვის იქმნება უაღრესად დახვეწილი, DSG-ის გადაცემათა კოლოფი.
ბოლო წლებში, წარმოება გაფართოვდა და მოიცვა ისეთი ბაზრები, როგორიცაა: ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი და ალჟირი. Skoda Citigo კი იწარმოება ბრატისლავაში, სლოვაკეთში, Volkswagenის ქარხანაში.
კომპანიის მიზანია, 5 ძირითადი მიმართულებით 55%-ით გააუმჯობესოს წარმოების ეკონომიკა.
გაიგე მეტი მწვანე წარმოების შესახებჩვენ მუდმივად ვზრდით ეკო მეგობრული ავტომობილების რაოდენობას.
გაიგე მეტი მწვანე პროდუქციის შესახებსემინარების ახალი კონცეფცია, სადაც დიდი ყურადღება ეთმობა გარემოს.
გაიგე მეტი მწვანე გაყიდვების შესახებკორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა ინტეგრირებულია Skoda Auto-ს ოპერაციებში.
გაიგე მეტი სოციალურ პასუხისმგებლობაზეშკოდას ისტორია დაიწყო არა ოთხ საბურავიანი, არამედ ორ საბურავიანი მოდელებით: ველოსიპედით სახელწოდებით "Slavia", რომელიც ვაცლან ლაურენმა და ვაცლავ კლემენტმა 1895 წელს შექმნეს. გარდა სახელებისა და ველოსიპედით სეირნობის სიყვარულისა, ამ ორ ადამიანს აერთიანებდა მეტად მნიშვნელოვანი რამ- მძაფრი გამომგონობლური სულისკვეთება.