• მოდელები
  • კომპანია

ŠKODA KAMIQ-ის კომფორტი

ინტერიერის გათბობა

ჩვენ ვფიქრობთ თქვენს კომფორტზე მთელი წლის განმავლობაში. ზამთარში, თბობად საქარე მინას ალტერნატივა არ აქვს. ასევე შეუცვლელია თბობადი საჭე და წინა და უკანა თბობადი სავარძლები.

ŠKODA KAMIQ-ის კომფორტი

მძღოლის ელ. რეგულირებადი სავარძელი

საჭის მაქსიმალური კომფორტისათვის, მძღოლის სავარძელი ელექტრონულად კონტროლირებადია. საკონტროლო ღილაკების საშუალებით, თქვენ შეძლებთ სწრაფად და უპრობლემოდ იპოვნოთ თქვენთვის იდეალური პოზიცია.

ŠKODA KAMIQ-ის კომფორტი

CLIMATRONIC ორ ზონიანი კონდიციონერი

კლიმატრონიკ კონდიციონერი საშუალებას გაძლევთ ისიამოვნოთ ავტომობილში ავტომატურად შენარჩუნებული ტემპერატურის კომფორტით. კლიმატრონიკს აქვს ორი ზონა, რაც საშუალებას აძლევს როგორც მძღოლს, ასევე მგზავრებს შეარჩიონ მათთვის სასურველი ტემპერატურა. Air Care ფუნქცია ეფექტურად ატენიანებს ჰაერს ავტომობილში. ტენიანობის სენსორი ამცირებს საქარე მინის დაბურვას და ზრდის კომფორტს.

ŠKODA KAMIQ-ის კომფორტი

პანორამული სახურავი

სურვილისამებრ არჩევადი, დიდი ზომის პანორამული სახურავის წყალობით, ავტომობილში საკმარისი რაოდენობით დღის შუქს მიიღებთ. სახურავის შავად შეფერილი შუშა, მხოლოდ მზის სხივების კომფორტულ რაოდენობას უშვებს ავტომობილში. შუშის სახურავის ელექტრონულად ამოწევადი ჟალუზი, რომელიც ინოვაციურად- უკნიდან წინ იხსნება, მგზავრებს უზრუნველყოფს გაზრდილი თავს-ზედა სივრცით და შთამბეჭდავი ხედებით.

ŠKODA KAMIQ-ის კომფორტი

ŠKODA-ს ხმის სისტემა

Bolero-სა და Amundsen-ის სისტემებს, შეიძლება დაემატოს 405 W hi-fi აუდიო სისტემა, რომელიც აღჭურვილია 10 დინამიკით და საბვუფერით. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ აირჩიოთ რამდენიმე წინასწარ განსაზღვრული პროფილიდან ერთერთი (ŠKODA, Spoken Word, კლასიკური და როკი). ხმის ადაპტირება შესაძლებელია ავტომობილში მყოფი მგზავრების სურვილის შესაბამისად (ყველა, წინა და მძღოლის რეჟიმები).

ŠKODA KAMIQ-ის კომფორტი

KESSY

აღარ არის საჭირო ავტომობილის გასაღებად, ან ჩასაკეტად, გასაღები ხელში გეჭიროთ. KESSY-ის (ავტომობილში გასაღების გარეშე ჩაჯდომა, დაქოქვა და ჩაქრობა) კონტროლის სისტემა აღიქვამს გასაღებს და ავტომობილი ავტომატურად იხსნება კარის სახელურების, ან საბარგულის კარის შეხებისას. დაქოქვა კი შესაძლებელია ღილაკზე თითის დაჭერით.

ŠKODA KAMIQ-ის კომფორტი

წვიმის და განათების დამხმარე სისტემა

KAMIQ-ის აღჭურვა შესაძლებელია წვიმის სენსორით, რომელიც ავტომატურად ააქტიურებს და აკონტროლებს საქარე მინის საწმენდების სიჩქარეს. როდესაც ატმოსფერული შუქის ინტენსივობა დაეცემა განსაზღვრულ ნიშნულს (მაგ: გვირაბში მოძრაობისას, ან შებინდებისას), სინათლის სენსორი ავტომატურად ააქტიურებს ავტომობილის განათებას.

DISCLAIMERS
ცხელი ხაზი
(995 32) 517 517
ელ.ფოსტა
info@skoda.ge
უკუკავშირი
დამატებით გაეცანით
მფლობელის წიგნაკი
ყველა ავტომობილის ნახვა
SUPERB
SUPERB COMBI
NEW OCTAVIA
KAROQ
KODIAQ
SCALA
KAMIQ
კომპანია
ჩვენს შესახებ
დილერი
SIMPLY CLEVER
წარმოშობის ისტორია
კომპანია
©ŠKODA AUTO a.s. 2022
Cookies