• მოდელები
  • კომპანია

ŠKODA KAMIQ-ის კავშირი

უახლესი საინფორმაციო-გასართობი სისტემები

აირჩიე უახლესი სისტემა, ეკრანის ზომით 6.5”-დან 9.2”-მდე. Amundsen-ის სისტემა გთავაზობთ ვირტუალური კოკპიტს, 3D ნავიგაციას, ŠKODA Connect-ს, ჟესტების კონტროლს, ტექსტურ შეტყობინებებს და მაღაზიას. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუმატოთ Wi-Fi hotspot, ან 405 W ŠKODA ხმის სისტემა.

ŠKODA KAMIQ-ის კავშირი

ფუნქცია SHOP

Amundsen-ის არჩევის შემთხვევაში, თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება მაღაზია, სადაც შეგიძლიათ მარტივად და მოხერხებულად შეავსოთ მონაცემთა პაკეტები, გაიხანგრძლივოთ ŠKODA Connect-ის ონალინ სერვისები, ჩამოტვირთოთ აპლიკაციები, რომელთა დიაპაზონი დროთა განმავლობაში უფრო გაფართოვდება. ყველაფერი ეს, ავტომობილიდან გადასვლის გარეშე.

ŠKODA KAMIQ-ის კავშირი

ŠKODA CONNECT-ის ონლაინ სერვისი

ახალი თაობის ŠKODA Connect -ის ონლაინ სერვისები გთავაზობთ ონლაინ ნავიგაციას და საინფორმაციო სერვისებს,სმარტფონის მეშვეობით ავტომობილის ფუნქციების დისტანციურად მართვის შესაძლებლობას და ŠKODA-ს სერვის ცენტრთან დისტანციურ ინტერაქციას.

ŠKODA KAMIQ-ის კავშირი

ინფორმაცია და გართობა ონლაინ

საინფორმაციო და გასართობი სისტემები დაგეხმარებათ ყოველთვის უსაფრთხოდ და კომფორტულად მიხვიდეთ დანიშნულების ადგილამდე.სერვისების ამ პაკეტის საშუალებით, სისტემა ონლაინ, რეალურ დროში იღებს ინფორმაციას რუქის განახლებების, საცობის, ამინდის, საწვავის ფასების და ხელმისაწვდომი პარკინგის ადგილების შესახებ. ის ასევე გთავაზობთ სხვა დამატებით ფუნქციებს.

ŠKODA KAMIQ-ის კავშირი

დისტანციური წვდომა: ჩაკეტვა და გაღება

დისტანციური წვდომა ŠKODA Connect-ის კიდევ ერთი ფუნქციაა, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის კონტროლის სრულიად ახალ გზას, სმარტფონთან დაკავშირების საშუალებით. მაგალითად, თქვენ შეგიძიათ ჩაკეტოთ, ან გააღოთ თქვენი ავტომობილი აპლიკაციის საშუალებით, ნებისმიერი დისტანციიდან. განსაკუთრებით მოსახერხებელია, თუ დაგავიწყდათ ავტომობილის ჩაკეტვა, ან დისტანციურად გსურთ ვინმეს მისცეთ ავტომობილთან წვდომის უფლება.

ŠKODA KAMIQ-ის კავშირი

დისტანციური წვდომა: პარკირების პოზიცია

აღარ ინერვიულოთ იმის შესახებ, თუ სად დატოვეთ თქვენი ავტომობილი- დიდ სადგომზე, თუ უცნობ ქუჩაზე. ავტომობილი ყოველი მგზავრობის შემდეგ, გადასცემს მონაცემებს სისტემას, რაც ადვილად ხელმისაწვდომია სმარტფონის საშუალებით. “პარკინგის პოზიცია” შედის დისტანციური წვდომის სერვისების პაკეტში.

ŠKODA KAMIQ-ის კავშირი

ŠKODA CONNECT აპლიკაცია

ŠKODA Connect-ის აპლიკაციის დაინსტალირებით, თქვენ შეგიძიათ მიიღოთ დისტანციური წვდომა ისეთ ინფორმაციაზე, როგორიცაა: დახურულია თუ არა ავტომობილის ფანჯრები, რამდენი საწვავია დარჩენილი ავზში, ნახოთ და დაარქივოთ მართვის მონაცემები, როგორიცაა ავტომობილის გარბენი და ა.შ.

ŠKODA KAMIQ-ის კავშირი

დამხმარე ღილაკები

არჩეული ŠKODA Connect სერვისები კონტროლდება ჭერზე არსებული ღილაკების საშუალებით. მარჯვნივ მდებარე eCall+ წითელი ღილაკი, ავტომატურად უკავშირდება დახმარების სამსახურს ავარიის შემთხვევაში. შუაში განთავსებული ღილაკი, უკავშირდება შკოდას სერვის ცენტრს. გამოიყენეთ მარცხენა ღილაკი, თუ გსურთ შკოდას შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება.

ŠKODA KAMIQ-ის კავშირი

SMARTLINK

SmartLink გაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ დაუკავშიროთ თქვენი სმარტფონი და ინტეგრირებული საინფორმაციო და გასართობი პროგრამები Apple CarPlay (უსადენოდ), Android Auto და MirrorLink® ( ორივე შემთხვევაში უსადენოდ, გარდა Amundsen სისტემისა). ისარგებლეთ ნავიგაციით, მოუსმინეთ მუსიკას, გამოიყენეთ აპლიკაციები, გააგზავნეთ ან მიიღეთ ტექსტური შეტყობინებები და განახორციელეთ სატელეფონო ზარები.

ŠKODA KAMIQ-ის კავშირი

სატელეფონო ყუთი უსადენო დამტენით

Phone Box არის მობილური ტელეფონის შესანახი განყოფილება ცენტრალურ კონსოლში, რომელიც საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ მობილური ზარები, მაშინაც კი როდესაც სიგნალი სუსტია. სატელეფონო ყუთი საშუალებას გაძლევთ დატენოთ სმარტფონი უკაბელოდ Qi-ის გამოყენებით.

ŠKODA KAMIQ-ის კავშირი

5 USB-C პორტი

სტანდარტულად KAMIQ აღჭურვილია ორი თანამედროვე წინა USB-C პორტით. სურვილისამებრ, შესაძლოა დაემატოს სამი დამატებითი პორტი- ერთი უკანა ხედვის სარკესთან კამერის დასამუხტად და ორი- უკანა მგზავრებისათვის, მათი მოწყობილობების დასატენად.

DISCLAIMERS
ცხელი ხაზი
(995 32) 517 517
ელ.ფოსტა
info@skoda.ge
უკუკავშირი
დამატებით გაეცანით
მფლობელის წიგნაკი
ყველა ავტომობილის ნახვა
SUPERB
SUPERB COMBI
NEW OCTAVIA
KAROQ
KODIAQ
SCALA
KAMIQ
კომპანია
ჩვენს შესახებ
დილერი
SIMPLY CLEVER
წარმოშობის ისტორია
კომპანია
©ŠKODA AUTO a.s. 2022
Cookies