ŠKODA KAMIQ-ის დიზაინი
ხედი ზევიდან
KAMIQ როგორც ქროსოვერი, გვთავაზობს SUV მახასიათებლების საუკეთესო ვერსიას კომპაქტურ ზომებში, რაც იდეალურია ქალაქის ვიწრო ქუჩებში სასიარულოდ.უფღო მაღალი ქლირენსი გვაძლებს უკეთეს ხედვას გარემოზე, ხოლო ბამპერების და დამცავი რაფების დიზაინი აღჭურვილია დამატებითი ფუნქციებით. KAMIQ გამორჩეულია სიმძლავრითა და უსაფრთხოებით და ეს განცდა თან გდევთ ყოველთვის, სადაც არ უნდა წახვიდეთ.
ŠKODA KAMIQ-ის დიზაინი
მზად ურბანული ჯუნგლებისთვის
ექსტერიერის მნიშვნელოვანი ფუნქციები, რომლებიც KAMIQ-ის ძლიერ შესახედაობას კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს, არის მისი დამატებითი ნაწილები: წინა ბუფერის კანტი (სპოილერი), უკანა დიფუზორი და დამატებითი მინის საფარები (ხელმისაწვდომია მხოლოდ Style აღჭურვისათვის). Active აღჭურვაში ხელმისაწვდომია შავ ფერში. Ambition და Style ვერსიები კი წარმოდგენილია პლატინის რუხი შავში ვერსიით.
ŠKODA KAMIQ-ის დიზაინი
სრული LED ფარები დინამიური წინა ინდიკატორით
KAMIQ სტანდარტულად აღჭურვილია LED ფარებით, რომლებიც აერთიანებს დიოდებს უფრო ღრმა და სრული ნათებისთვის და დღის ნათებას. ავტომობილის ფასცია სურვილისამებრ შესაძლოა აღჭურვილი იყოს შუაზე გაყოფილი სრული LED ფარებით, გამორჩეული დიზაინით და სხვა მრავალი მახასიათებლით. ზედა ნაწილი შედგება დღის ნათების ოთხი “ქვისგან”, რომლებიც წინა ინდიკატორის ფუნქციასაც ასრულებს. ქვედა ნაწილი კი ითავსებს ღრმა და სრულ ნათებას, გვერდით, კუთხურ და სანისლე ფარებს.
ŠKODA KAMIQ-ის დიზაინი
სრული LED უკანა ფარები დინამიური ინდიკატორით
KAMIQ სტანდარტულად აღჭურვილია უკანა LED ფარებით, სამუხრუჭე დიოდებით და სანისლე მაშუქებით. სურვილისამებრ, შესაძლებელია სრული LED ფარების არჩევა დინამიური უკანა ინდიკატორებით, რომლებიც თანდათან ანათებენ ცენტრიდან კიდემდე, ხოლო სიბნელეში ŠKODA-ს საფირმო ნიშნით C-ფორმით ანათებენ. სწრაფი რეაგირების წყალობით, ნათება აძლიერებს უსაფრთხოებას. ელეგანტურ ნათებას ხაზს უსვამს გვერდითა კრისტალური სტრუქტურები და გრავირებული “ŠKODA Crystal Lighting’-ი.