ŠKODA KAMIQ-ის ინტერიერი
ფორმები შერწყმული ფუნქციებთან
The ŠKODA KAMIQ-ის ინტერიერი ჰარმონიულად ეხმიანება ექსტერიერის დიზაინს და აძლიერებს კომპაქტური მოდელების ნიშას- ნაბიჯი მომავლისკენ. ფართო ინტერიერში დომინირებს ელეგანტური ინსტრუმენტალური პანელი რბილი ზედაპირით და ცალკე ინტეგრირებული, დეკორატიულად მოჭედილი დისპლეით. ŠKODA-სთვის დამახასიათებელი ერგონომიკა აქაც წინა პლანზეა.
ŠKODA KAMIQ-ის ინტერიერი
შენი სტილი, შენი KAMIQ
KAMIQ-ის კიდევ ერთი უპირატესობა, გარდა ემოციურად დატვირთული დიზაინისა და მაღალი ხარისხის მასალებისა, არის ინდივიდუალიზმის შესაძლებლობა.აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ფერის სავარძლის ზედაპირი და დეკორატიული მორთულობა შესაფერისი ჭედურობით.
ŠKODA KAMIQ-ის ინტერიერი
ინტერიერის განათება
ინტერიერის განათება, რომელიც იდეალურ სიმყუდროვეს ქმნის, ხელმისაწვდომია სამი ვერსიით: თეთრი, წითელი და სპილენძის ფერი (სურათზე წარმოდგენილი). ინსტრუმენტალური პანელის გარდა, განათებულია წინა ფეხის დასადები ადგილი და სხვა დეტალები.
ŠKODA KAMIQ-ის ინტერიერი
ვირტუალური კოკპიტი
სრულყოფილ მიმოხილვას და ხუთ სხვადასხვა ვერსიას, მათ შორის სპორტულ დისფლეის გთავაზობთ 10.25 ინჩიანი ვირტუალური, ციფრული კოკპიტი. ინფორმაცია მოიცავს ავტომობილისა და მართვის შესაბამის ისეთ მონაცემებს, როგორიცაა რადიოსადგურები, აქტიური დამხმარე სისტემები და ნავიგაცია.
ŠKODA KAMIQ-ის ინტერიერი
დინამიური პაკეტი
სპორტულ სტილს ანიჭებთ უპირატესობას? მაშინ აირჩიეთ დინამიური პაკეტი, რომელიც ხელმისაწვდომია Ambition და Style აღჭურვისათვის. პაკეტი მოიცავს ნაჭრის და ხავერდის სპორტულ სავარძლებს, სპორტულ ტყავის მრავალფუნქციურ საჭეს, უჟანგავი ფოლადის პედლებს, შავ ჭერს და Ambition აღჭურვისათვის-სპეციალურ დეკორს და ატმოსფერულ ნათებას.
ŠKODA KAMIQ-ის ინტერიერი
დასაკეცი საზურგე წინა მგზავრის სავარძელისათვის
სურვილისამებრ არჩევითი მგზავრის წინა სავარძელი დაკეცვის ფუნქციით, შესაძლებლობას გაძლევთ გადაადგილოთ 2410 მმ-მდე სიგრძის ნივთები.
ŠKODA KAMIQ-ის ინტერიერი
საოჯახო ზომის ინტერიერი
ინტერიერში უამრავი ადგილია მთელი ოჯახის კომფორტულად მზავრობისათვის. კომფორტული სავარძლების გარდა, თქვენ გაქვთ 73მმ-იანი მუხლის ადგილი. უკანა სავარძლების თავზე 1,003 მმ-იანი სივრცე, ბავშვებსაც და მოზრდილებსაც კომფორტულად მგზავრობის საშუალებას აძლევს გრძელ გზაზეც კი. პრაქტიკული საბარგულის სივრცე მრავალი დასამაგრებელი წერტილით და კავებით, გთავაზობთ 400 ლ-იან მოცულობას. უკანა სავარძლების ჩაკეცვის ხარჯზე კი, საბარგულის მოცულობა 1,395 ლ-მდე იზრდება.