ყველა დეტალი, რასაც ეძებდით

KAMIQ-ის ტექნიკური მახასიათებლები

ავტომობილის გაბარიტები

 

უსაფრთხოება

უსაფრთხოების მახასიათებლები

ŠKODA KAMIQ არის უსაფრთხოება კომპრომისის გარეშე. შემდეგი მახასიათებლები ხელმისაწვდომია როგორც სტანდარტული, ასევე არჩევითი ოფციებისთვის:

› Isofix-ი და დამაგრების ზედა წერტილები ბავშვის სავარძლის დასამაგრებლად მეორე რიგის გარე სავარძლე ბზე. Isofix ასევე ხელმისაწვდომია წინა მგზავრის სავარძლისთვის.

› კრუიზ კონტროლისგან განსხვავებით, რომელიც დადგენილ სიჩქარეს ინარჩუნებს, Speedlimiter საშუალებას აძლევს მძღოლს იმგზავროს ნებისმიერი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს წინასწარ განსაზღვრული ლიმიტისა.

› ABS იცავს საბურავების ჩაკეტვას საგანგებო დამუხრუჭების დროს, ან მოლიპულ ზედაპირებზე დამუხრუჭებისას.

› EDL ერთ-ერთი მამოძრავებელი საბურავის დაბალი წნევის გამო, აძლიერებს აჩქარებას აღმართზე მოძრაობისას.

› MSR ითვალისწინებს მამოძრავებელი საბურავის ჩაკეტვას, რაც შესაძლებელია მოხდეს გლუვ ზედაპირზე მოძრაობის შენელებისას.

› XDS+ ეხმარება მძღოლს მკვეთრად მოტრიალებისას, მაქსიმალურად დაიმორჩილოს ავტომობილის კორპუსი. საკონტროლო ელექტროობა ახდებს თვითჩამკეტი დიფერენციალის არსებობის სიმულაციას, რათა გააუმჯობესოს წნების და მართვის დინამიკა მოხვევის დროს. შედეგად, ავტომობილი ბევრად უფრო საიმედოდ და ბუნებრივად შევა მოსახვევში.

› სამუხრუჭე ზეწოლის გაზრდით, მუხრუჭების ასისტენტი ეხმარება მძღოლს ისეთ სიტუაციებში, როდესაც აუცილებელია სასწრაფო დამუხრუჭება. ამან შეიძლება გამოიწვიოს საჭირო სამუხრუჭე მანძილის შემცირება.

› ASR უზრუნველყოფს ავტომობილის შეუფერხებლად დაქოქვასა და აჩქარებას სრიალა ზედაპირზეც კი.

› საბურავებში წნევის კონტროლი TPM+ მძღოლს მუდმივაც აცნობს საბურავებში წნევის დონეს.

› არჩევითი ოფცია- აღმართზე დაჭერის კონტროლი, ეხმარება მძღოლს აღმართზე უსაფრთხო ასვლაში ხელის მუხრუჭის გამოყენების გარეშე. სისტემა იცავს ავტომობილს უკან დაგორებისაგან.

› სამუხრუჭე ნათება- ამცირებს შეჯახების რისკს უკნიდან, განსაკუთრებით მაგისტრალზე, ან საცობში მოულოდნელად დამუხრუჭებისას.

სათადარიგო საბურავი

საბურავის შეკეთების სტანდარტული ნაკრები, შესაძლოა შეიცვალოს:

› დროებითი სათადარიგო საბურავი (6J × 16" ET 35, 195/60 R16 საბურავი) განკუთვნილია 16", 17" და 18" დისკებისათვის.

› გადაუდებელი სათადარიგო საბურავი (3.5J × 18" ET 38, 125/70 R18 საბურავი) განკუთვნილია ŠKODA ხმის სისტემასთან გამოსაყენებლად.

მწვანე ტექნოლოგიები

Start-Stop სისტემა

Start-Stop სისტემის იდეა არის ყოველი გაჩერებისას ძრავის გამორთვა/ჩართვა, რადგანაც არ არის საჭირო ძრავის მუდმივ რეჟიმში მუშაობა. ეს ფუნქცია განსაკუთრებით პრაქტიკულია ქალაქში მოძრაობისას და მნიშვნელოვნად ამცირებს საწვავის მოხმარებას. სისტემა ავტომატურად აქტიურდება და მისი დეაქტივაცია ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

სამუხრუჭე ენერგიის აღდგენა

რა ხდება ენერგიის აღდგენისას? კინეტიკური ენერგია გარდაიქმნება ელექტროენერგიად, რომელიც ინახება ბატარეაში, ან გამოიყენება ელექტრო სისტემებში. დამუხრუჭებისას, გენერატორი ამარაგებს მოწყობილობებს და მუხტავს ბატარეას. ეს კი ზოგავს იმ საწვავის მოხმარებას, რომელიც ამ მიზნით იყო გამოყენებული.

ეკო რეჟიმი (არჩევითი მართვის რეჟიმი)

მართვის რეჟიმიდან ერთ-ერთი-ეკო, არის იმ მძღოლებისათვის, ვისთვისაც ეკონომია და გარემოს დაცვა პრიორიტეტულია. ეკო რეჟიმის სპეციფიკური მახასიათებელია ავტომატური DSG ძრავიანი ავტომობილით მაგისტრალზე მოძრაობისას, აჩქარების პედალზე ფეხის დაჭერის გარეშე, ავტომობილის გადაადგილება.

რეკომენდაცია გადაცემათა კოლოფზე

გადაცემათა კოლოფის კოეფიციენტის სწორად შერჩევით, იზოგება საწვავის მოხმარება და იზრდება მართვისას მიღებული კომფორტი. დაბალი სიჩქარე უდრის ნაკლები საწვავის მოხმარებას და ძრავის მშვიდ მუშაობას. ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში არსებული სიმბოლოები ადასტურებენ, რომ მიმდინარე სიჩქარე სწორადაა შერჩეული, ან გაძლევთ სიჩქარის შეცვლის რეკომენდაციას.