ŠKODA KAMIQ-ის ტექნოლოგია
სპორტული შასის კონტროლი
თუ თქვენ დინამიური მართვა გიზიდავთ, “სპორტული შასის კონტროლი” თქვენთვისაა. ეს ფუნქცია ავტომობილის შასს 10მმ-ით ადაბლებს. რეგულირებადი ამორტიზატორები ხელმისაწვდომია ორი რეჟიმით- ნორმალური და სპორტული. დინამიური სპორტული რეჟიმი უზრუნველყოფს უფრო მყარ ფუნქციებს ინტენსიური გამოცდილებისათვის.სისტემა ყოველთვის ხელმისაწვდომია მართვის რეჟიმის არჩევით.
ŠKODA KAMIQ-ის ტექნოლოგია
მართვის რეჟიმის არჩევა
მართვის რეჟიმის არჩევა საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ ავტომობილის პარამეტრები თქვენი საჭიროების და ხასიათის მიხედვით. არსებობს ოთხი მართვის რეჟიმი: ნორმალური, სპორტი, ეკო და ინდივიდუალური. ეს რეჟიმები არეგულირებს ძრავას, DSG გადაცემათა კოლოფს, სპორტულ შასს, ელექტროგადამცემ სისტემებს, კონდიცირებას და ა.შ.
ŠKODA KAMIQ-ის ტექნოლოგია
ძლიერი და ეკონომიური ძრავები
ŠKODA KAMIQ აღჭურვილია ბენზინის და CNG ძრავებით. ყველა მათგანს აქვს პირდაპირი შეშხურება, ისევე როგორც ტურბო დამტენი და რა თქმა უნდა აკმაყოფილებს ემისიის უახლესს სტანდარტებს. უმაღლესი დიაპაზონის 1.5 TSI ძრავა საშუალებას აძლევს ŠKODA KAMIQ-ს გამოიყენოს 110 kW და მიაღწიოს მაქსიმალურ ბრუნვას- 250 Nm-ს.
ŠKODA KAMIQ-ის ტექნოლოგია
DSG გადაცემათა კოლოფი
KAMIQ-ის ძრავების უმეტესობა ავტომატური DSG ტრანსმისიაა. DSG არის ავტომატური გადაცემათა კოლოფი, რომელიც აღჭურვილია ორი დამოუკიდებელი გადაცემათა კოლოფითა და კლატჩებით. მისი მთავარი უპირატესობაა სიჩქარის სწრაფად და შეუფერხებლად შეცვლის შესაძლებლობა და საწვავის დაბალი მოხმარების შენარჩუნება.
ŠKODA KAMIQ-ის ტექნოლოგია
საუკეთესო ინჟინერია
The KAMIQ აგებულია უახლეს MQB პლატფორმაზე, რომელიც გამორჩეულია მოწინავე დიზაინით, უახლესი ძრავითა და მძღოლის ისეთი დამხმარე მოწინავე სისტემებით, რომლებიც უფრო დიდი ზომის მოდელებისთვის არის დამახასიათებელი. თანამედროვე დიზაინი და მტკიკე ფოლადის გამოყენება, მნიშვნელოვნად ამცირებს ავტომობილის წონას.