ŠKODA KAROQ-ის ტევადობა
სივრცე თქვენი ცხოვრებისთვის
KAROQ– ში საკმარისი ადგილია თქვენთვის, თქვენი ოჯახისათვის და ბარგისათვის, თქვენი მეგობრებისთვის, გართობისთვის და სპორტული საქმიანობისთვის, სამუშაოსთვის, მოგზაურობებისთვის და დასვენებისთვის - საკმარისია სივრცე თქვენი ცხოვრებისთვის.
ŠKODA KAROQ-ის ტევადობა
ადგილი ყველაფრისთვის, რაც გინდა რომ თან ატარო
KAROQ– თან ერთად, აღარ მოგიწევთ იმაზე ფიქრი, რომ შესაძლებელია სასურველი ნივთების დატოვება მოგიწიოთ. მარტივია, ავტომობილში ეტევა ყველაფერი, რაც შესაძლოა დაგჭირდეთ. საბაზისო, 5 ადგილიან ღჭურვაში გათვალისწინებულია თავის კლასში ყველაზე დიდი- 521 ლიტრიანი მოცულობის საბარგულის განყოფილება. უკანა სავარძლების გადაწევის ხარჯზე, კი შესაძლებელია მოცულობის 1,630 ლიტრამდე გაზრდა.
ŠKODA KAROQ-ის ტევადობა
ულევი შესაძლებლობები
ჩვენი მისიაა, რომ თქვენი ყოველდღიურობა KAROQ-თან ერთად მაქსიმალურად გამარტივდეს; VarioFlex სისტემის საშუალებით, შესაძლებელია უკანა სავარძლების გადაადგილება, მოხსნა, ან დაკეცვა. ინტერიერი რომ მაქსიმალურად მოერგოს თქვენს სივრცულ მოთხოვნებსა და საჭიროებებს, შესაძლებელია KAROQ ფურგონად გადაკეთებაც. ამ სისტემის საშუალებით, საბარგულის მოცულობა 479 ლ.-დან, 1,605 ლ.-მდე იზრდება. სავარძლების მოხსნის ხარჯზე კი ეს ციფრი 1,810 ლ.-მდე აღწევს.
ŠKODA KAROQ-ის ტევადობა
ყველაფერს მარტივად მოერგება
VarioFlex ადგილები გთავაზობთ SUV კატეგორიის უპრეცედენტო მოქნილობას. თვალის ერთი გადავლებით იპოვნით თქვენთვის ყველაზე პრაქტიკულ კონფიგურაციას,იქნება ეს საზურგეს გადაწევა, სავარძლების წინ და უკან გაწევა, ყველა საზურგეს ჩაკეცვა, ან თუნდაც ავტომობილიდან ყველა სავარძლის მთლიანად ამოღება. უკანა, შუა საზურგე გადმოკეცვის შემთხვევაში კი,შესაძლებელია გამოყენებული იქნას როგორც ხელის მოსასვენებელი, ან ჭიქის და ტაბლეტის დამჭერი.
ŠKODA KAROQ-ის ტევადობა
ყოველთვის მზად ახალი შესაძლებლობებისათვის
თუ გსურთ ავეჯის გადატანა, აპირებთ ოჯახთან ერთად თხილამურებით სასრიალოდ წასვლას, ან ველოსიპედით მოგზაურობას, თქვენ შეგიძლიათ KAROQ ამ ამოცანებისთვის დაუყოვნებლივ, მარტივად მოამზადოთ. ავტომობილში ადგილების კონფიგურაცია და რეგულირება არის სწრაფი, მარტივი და განკუთვნილია ხშირი მოდიფიკაციისთვის.
ŠKODA KAROQ-ის ტევადობა
მეორე რიგი, პირველი კლასი
VarioFlex სისტემის წყალობიით, შესაძლებელია უკანა ცენტრალური სავარძლის მოხსნა და ორი ინდივიდუალური სავარძლის მიღება. ასე რომ, სულ რამდენიმე წამში, თქვენი KAROQ ლაქშერი სედანად გადაიქცევა, რომელიც მგზავრებს საინტერესო გამოცდილებას სთავაზობს.