მაღალი ფარები და ცხაური, კიდევ უფრო მეტ აქცენტს აკეთებს KODIAQ-ის თავდაჯერებულობაზე. მოხდენილი ხაზების, დინამიური ფორმების და ძლიერი გარეგნობის ურთიერთმიმართება კი შედეგია ავტომობილის გაწონასწორებულ სხეულის.
ŠKODA KODIAQ-ის დიზაინი
ხედი გვერდიდან
ფართე საბურავებს შორის მანძილი მარტივად ერწყმის ინტერიერს. მოკლე გადახურვა, მსუბუქად დახრილი სახურაავი და წვრილი ფორმის გვერდითი ხაზები, უძრაობის დროას ქმნის დიდი ზომის SUV-IS შთაბეჭდილებას.
ŠKODA KODIAQ-ის დიზაინი
გამორჩეული უკნიდან
უკანა სექციაში დომინანტია მაღალი ფარები, რომელთა გარე ნაწილები კორპუსის გვერდებზეა გადაჭიმული. სიმაღლით გამორჩეული უკანა ბამპერი კი ხმამაღლა და ნათლად აუწყებს ყველას, თუ ვისთან აქვთ საქმე.
ŠKODA KODIAQ-ის დიზაინი
გამორჩეული ცხაური
ŠKODA KODIAQ- ის ცხაური ასახავს SUV-ის ენაზე გადმოტანილ ბრენდის დიზაინის იდენტურობას.13 ვერტიკალური ხაზებისაგან შემდგარი ცხაურის ძირითადი ნაწილი, გარშემორტყმულია ქრომირებული ჩარჩოთი.
ŠKODA KODIAQ-ის დიზაინი
კრისტალური დიზაინი
SKODA-სთვის დამახასიათებელი, C ფორმის უკანა LED ნათურები, კიდევ ერთხელ ადასტურებს ბრენდის დიზაინის მთლიანობას. უკანა განათების გარე ნაწილები მოიცავს ცალკეულ კრისტალურ სტრუქტურას, რომელიც გვერდითა მხრიდან არის ხილვადი.
ŠKODA KODIAQ-ის დიზაინი
დათვის სიმამაცე
ჭკვიანი 4x4 ტექნოლოგია, მაღალი ქლირენსი, განსაკუთრებით ძლიერი სხეული და ელექტრო დამხმარე საშუალებები, ŠKODA KODIAQ-ს უგზოობაშიც კი იდეალურ პარტნიორად აქცევს.