ŠKODA OCTAVIA ინტერიერი
ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენი ხედვის არეალში
ერთი-ერთი ახალი ფუნქცია ŠKODA -ს ავტომობილებში არის head –up display, რომელის დახმარებითაც სიჩქარე, ნავიგაცია და სხვა საჭირო ინფორმაცია საქარე მინაზეა ნაჩვენები. 10.25 ინჩიანი ვირტუალური კოკპიტი ოთხი განსხვავებული განლაგებით, გიჩვენებთ უფრო დეტალურ ინფორმაციას და მისი კონფიგურაცია შესაძლებელია თქვენს მიერ არჩეული მონაცემების ჩვენებისათვის. 10 ინჩიანი საინფორმაციო გასართობი დისპლეი, კომფორტულად არის განთავსებული მძღოლის მხედველობის არეალში და აღჭურვილია Apple CarPlay და Android Auto-ს სისტემებით.
ŠKODA OCTAVIA ინტერიერი
მარტივი მართვა
DSG ავტომატური გადაცემათა კოლოფი, რომელიც აღჭურვილია shift-by-wire ტექნოლოგიით, უკვე აღარ არის მექანიკურად დაკავშირებული გადაცემათა კოლოფთან. ამის ნაცვლად, სიჩქარის გადაადგილების ინსტრუქცია ელექტრონულად გადაეცემა. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ სიჩქარე მარტივად და გაააქტიუროთ ახალი ელექტრომექანიკური პარკინგი ხელის მსუბუქი შეხებით. ორ ქიმიანი ახალი საჭე ყველა ძირითადი ფუნქციის კონტროლის საშუალებას გაძლევთ.
ŠKODA OCTAVIA ინტერიერი
ახალი თაობის ინტერიერი
ელეგანტური, ჰაეროვანი ინტერიერი გლუვი აქცენტირებული ხაზებით დამზადებულია მაღალი ხარისხის რბილი მასალებისგან. ქრომირებული დეტალები, იდეალურად ერწყმის ცენტრალურ კონსოლს, კარის პანელებს და კარის სამაგრებს. ცენტრალური პანელი დაყოფილია რამდენიმე ჰორიზონტალურ შრედ და დაფარულია ქსოვილით. ცენტრალური პანელის და კარის LED განათების კონფიგურაცია შესაძლებელია სხვადასხვა ფერის კომბინაციაში.