ŠKODA SCALA-ის მარტივი პარკირება
პარკირების ასისტენტი
პარკირების დამხმარე სისტემა, ნახევრად ავტომატურ რეჟიმში ეხმარება ავტომობილს პერპენდიკულარულ საპარკინგე სივრცეებსა და პარალელური პარკირების ზოლებში. სისტემა ავტომატურ რეჟიმში ამოძრავებს საჭეს, მძღოლს კი მხოლოდ სჭირდება მუხრუჭის და აჩქარების პედლის გამოყენება.
ŠKODA SCALA-ის მარტივი პარკირება
უკანა მოძრაობის გამაფრთხილებელი ნიშანი
პარკირების ზოლიდან უკუ-სვლით მოძრაობისას, სისტემა აღიქვამს გვერდიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებებს და აკუსტიკური სიგნალის საშუალებით, აფრთხილებს მძღოლს მოსალოდნელი შეჯახების შესახებ. “კრიტიკული მხარე” მთავარ ეკრანზე ჯერ ნაჩვენებია ყვითლად, ხოლო შემდეგ კი წითლად. საჭიროების შემთხვევაში, მუხრუჭები ავტომატურად აქტიურდება.
ŠKODA SCALA-ის მარტივი პარკირება
მანევრის ასისტენტი
პარკირებისას ისეთი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად, როდესაც დროულად დამუხრუჭება არ ხდება, KAMIQ გვთავაზობს მანევრის ასისტენტს- ფუნქციას, რომელიც აჩერებს ავტომობილს და თავიდან იცილებს შეჯახებას.
ŠKODA SCALA-ის მარტივი პარკირება
უკანა ხედვის კამერა
პარკირებისას საჭირო კომფორტისა და ორიენტაციის უზრუნველსაყოფად, უკანა ხედვის კამერა იყენებს საბარგულის სახელურზე არსებულ კამერას. სისტემა არსებულ ვითარებას მთავარ ეკრანზე აჩვენებს და ავტომობილის სიგანის გათვალისწინებით, გიჩვენებთ საორიენტაციო ზოლებს.
ŠKODA SCALA-ის მარტივი პარკირება
პარკირების დისტანციის კონტროლი
პარკირებისას, სენსორების, მართვის პარამეტრების მონაცემების და საჭის კუთხის მდებარეობაზე დაყრდნობით, სისტემა აფრთხილებს მძღოლს მოსალოდნელი დაბრკოლების, ან პოტენციური შეჯახების შესახებ.