ŠKODA SCALA ექსტერიერი
სწრაფი და ელეგანტური
ŠKODA SCALA-ს ემოციური და დინამიური გარეგნობა ამ ხუთ კარიან ჰეჩბეკს ისეთ ძლიერ იდენტობას ანიჭებს, რომ თქვენ არ მართავთ უბრალოდ ავტომობილს. ყოველდღიურად ისიამოვნე თანამედროვე დიზაინით, რომელიც დროს უძლებს და რომელიც წლებთან ერთად, უფრო სასურველი ხდება.
ŠKODA SCALA ექსტერიერი
სრული LED ფარები
ŠKODA SCALA სტანდარტულად აღჭურვილია LED ფარებით, რომლებიც აერთიანებს დიოდებს უფრო ღრმა და სრული ნათებისთვის და დღის განათებას. დახვეწილი დიზაინის სრული LED განათება სამი კრისტალური “ქვებით”, ამ ავტომობილს კიდევ უფრო მიმზდიველს ხდის. LED ტექნოლოგიის მრავალი დადებითი მხარე მოიცავს მათ ხანგრძლივ სიცოცხლის უნარიანობას და იმ ფაქტს, რომ ისინი ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ.
ŠKODA SCALA ექსტერიერი
შეუცვლელი ხელწერა
ახალი SCALA არის პირველი ŠKODA-ს წარმოების მოდელი ევროპაში, რომელსაც ბრენდის ლოგოს ნაცვლად, უკანა ნაწილში აწერია სახელწოდება “ŠKODA”. საბარგულისა და უკანა ფარების შერწყმა, ავტომობილს უფრო მრგვალ ფორმებს აძლევს.
ŠKODA SCALA ექსტერიერი
სრული LED უკანა ფარები
SCALA სტანდარტულად აღჭურვილია უკანა LED ფარებით, სამუხრუჭე დიოდებით და სანისლე მაშუქებით. სურვილისამებრ, შესაძლებელია ისეთი ვერსიის არჩევა, რომელიც მოიცავს დინამიურ მოხვევის მაჩვენებლს და საბარგულთან შერწყმულ უკანა ნათებას.
ŠKODA SCALA ექსტერიერი
EMOTION პაკეტი
Emotion პაკეტის დახმარებით, შექმენით თქვენი ავტომობილისთვის სპორტული დიზაინი. ელეგანტური, შავი უკანა ნაწილის სპოილერი, დიდი ზომის პანორამული შუშის სახურავი,გაფართოებული უკანა ფანჯარა და სრული LED ფარები განარტიას გაძლევთ, რომ თქვენი SCALA შეუმჩნეველი არავის დარჩება.