მრავალფუნქციური ტყავის საჭის გათბობის ფუნქციის წყალობით, თქვენი ხელები ზამთრის ცივ დღეებშიც კი არასოდეს გაიყინება.
ŠKODA SUPERB-ის კომფორტი
დინამიური შასის კონტროლი (DCC)
SUPERB-ი ŠKODA-ს პირველი ავტომობილია, რომელსაც აქვს დინამიური შასის კონტროლის (DCC) ფუნქცია, მართვის რეჟიმის არჩევით. DCC მძღოლს საშუალებას აძლევს აირჩიოს მართვის სამი რეჟიმიდან ერთ-ერთი: კომფორტი, ნორმალური და სპორტი - à-la-carte შასის კონფიგურაციით.
ŠKODA SUPERB-ის კომფორტი
პერსონალიზაცია და მართვის რეჟიმის არჩევა
პერსონალიზაციის რეჟიმი სხვადასხვა მძღოლებს საშუალებას აძლევს, ავტომობილის დაქოქვისთანავე გაააქტიურონ მათთვის სასურველი 'საკუთარი" პარამეტრები.ავტომობილი მძღოლებს განასხვავებს გასაღების გამოყენებით და შენახული ინდივიდუალური პროფილის საფუძველზე, შესაბამისად ასწორებს პარამეტრებს.
ŠKODA SUPERB-ის კომფორტი
სამ ზონიანი კონდიცირება
კონდიცირების სრულიად ახალი თაობა, რომელიც ინტერიერის ოპტიმალური ტემპერატურის გარანტია. მძღოლს, წინა მგზავრს და უკანა მგზავრს ყველა შეუძლია აკონტროლოს ტემპერატურა საკუთარ ზონაში, რაც მთელ ოჯახს კომფორტულად მგზავრობის საშუალებას აძლევს.
ŠKODA SUPERB-ის კომფორტი
ელ. საბარგული ვირტუალური პედლით
ŠKODA SUPERB-ის საბარგული შესაძლებელია იმართოს სამი სხვადასხვა ღილაკით: მძღოლის სავარძლის ქვეშ განთავსებული ღილაკით, დისტანციური მართვის ღილაკით, საბარგულზე განთავსებული ღილაკით. სურვილისამებრ კი, ავტომობილი შესაძლებელია აღჭურვილი იყოს ვირტუალური პედლით, რომელიც საბარგულს შეხების გარეშე კეტავს/აღებს.
ŠKODA SUPERB-ის კომფორტი
გარემოს განათება, VIP ლაუნჯის სტილი
ძრავის ამუშავების შემდეგ,სინათლის ინტენსივობა ავტომატურად გადადის "მართვის რეჟიმში". ათი სხვადასხვა ცვალებადი ინტენსივობის ინტერიერის განათების ფერი, რომელიც საინფორმაციო გასართობი სისტემის საშუალებით რეგულირდება, თქვენს მგზავრობას კიდევ უფრო შთამბეჭდავს გახდის.
ŠKODA SUPERB-ის კომფორტი
ვრცელი, როგორც შიგნიდან ისე გარედან
სივრცის თვალსაზრისით, ŠKODA SUPERB გამოჩენის დღიდან თავის კლასში ლიდერია. 2,841 მმ-იანი მანძილი საბურავებს შორის მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შიდა და საბარგულის სივრცეს.
ŠKODA SUPERB-ის კომფორტი
პრაქტიკული სივრცე
ŠKODA SUPERB- ის უმაღლესი კლასის, 625 ლიტრიანი მოცულობის საბარგული, გვთავაზობს საუცხოო პრაქტიკულობასა და მარტივ წვდომას. უკანა სავარძლების დაკეცვის შემთხვევაში, საბარგულოს ტევადობა უპრეცენდენტო 1,760 ლიტრამდე იზრდება.