დამატებითი გვერდი
მთავარ გვერდზე გადასვლაFront Assist არის 'შეჯახების სიგნალის' უსაფრთხოების სისტემა. გარდაუვალი შეჯახებისას, ის მოქმედებს მუხრუჭებზე, რათა შედეგი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. Front Assist მუშაობს სარადარო სენსორთან, რომელიც ინტეგრირებულია რადიატორის ცხაურასთან და მუდმივ რეჟიმში აკონტროლებს მანძილს წინ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს შორის.
ბრმა ზონის დეტექტორის არსებობა, ეხმარება მძღოლს დააფიქსიროს ბრმა ზონაში მოძრავი ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება და უსაფრთხოდ გადავიდეს ზოლიდან ზოლში. უკანა ბამპერზე მოთავსებული ორი სენსორული რადარი, 20 მეტრის რადიუსში აფიქსირებს ŠKODA SUPERB-ის უკან მოძრავ ყველა საშუალებას.
ეს მახასიათებელი კოორდინირებს საბორტო სისტემების მუშაობას, რათა საგანგებო სიტუაციები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. ŠKODA SUPERB-ის ორ დონიანი 'ეკიპაჟის დაცვის დამხმარე სისტემების' გააქტიურება, დამოკიდებულია ავტომობილში დამონტაჟებულ სხვა მახასიათებლებზე
მძღოლისთვის მიცემული გამაფრთხილებელი ნიშანი, ამცირებს დაღლილობისაგან გამოწვეულ საავარიო რისკს.მძღოლის ქცევაზე დაკვირვებით, სისტემა აფასებს მძღოლის დაღლილობის დონეს და საჭიროების შემთხვევაში, აფრთხილებს მას დასვენების აუცილებლობის და მგზავრობის შეწყვეტის შესახებ.
ზოლში მოძრაობის სისტემა აღიქვავს ზოლიდან უნებლიე გადასვლას. ეს ფუნქცია გააქტიურებულია 65კმ/სთ-ზე მეტი მოძრაობისას, მაშინ როდესაც გზის ზედაპირზე საგზაო ზოლები მკაფიოდ შესამჩნევია და არ არის ჩართული მოხვევის მაჩვენებელი.
ადაპტირებადი კრუიზის კონტროლისა და ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემების შედეგად, საცობის დამხმარე სისტემა უზრუნველყოფს მეტ უსაფრთხოებასა და კომფორტს საგზაო საცობისას.
საგანგებო და გადაუდებელი დახმარების ასისტენტი აქტიურდება იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი გარკვეული დროის მანძილზე უმოქმედოა. სისტემა კომბინირებულად უშაობს ავტომატურ DSG ტრანსმისიასთან, ადაპტირებად კრუიზ კონტროლთან და ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემასთან ერთად.