მეოთხე თაობის მოდელმა კვლავ პირველი ადგილი დაიკავა

31. prosince 1

ŠKODA-ს ყველაზე გაყიდვადმა მეოთხე თაობის მოდელმა კვლავ პირველი ადგილი დაიკავა, როგორც 2022 წლის საუკეთესო კომპაქტური კლასის ავტომობილმა. გერმანული საავტომობილო ჟურნალის "auto motor und sport"-ის მიერ ორგანიზებულ მკითხველთა გამოკითხვაში ჩეხი ავტომწარმოებლის ბესტსელერიმა უკვე მეათეჯერ გაიმარჯვა წლის საუკეთესო ავტომობილის კატეგორიაში. ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს 386 მოდელი უწევდა კონკურენციას თორმეტ სხვადასხვა კატეგორიაში. გამოკითხვაში 100 000-ზე მეტმა მკითხველმა თუ ონლაინ მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა და OCTAVIA კიდევ ერთხელ დასახელდა “Compact Class”-ის კატეგორიის გამარჯვებულად.